მთავარ შინაარსზე გადასვლა
Solidarity

დახმარება, რომელსაც ენდობი

შექმენი შეგროვების გვერდი რამდენიმე წუთში: ოპერაციისთვის, მკურნალობისთვის, სწავლისთვის ან რთული დღეებისთვის. შემოწირულობა პირდაპირ შენს საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

  • ვერიფიცირებული კამპანიები ✔ ნიშნით
  • თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე
  • გადახდა რეგისტრაციის გარეშე

03

როგორ მუშაობს

დეტალები →
  1. 01

    შექმენი გვერდი

    მოყევი ისტორია, დაამატე ფოტოები და მიუთითე, რამდენი გჭირდება და რაში დაიხარჯება.

  2. 02

    მიუთითე ანგარიში

    საბანკო ანგარიში კაბინეტში. ყოველი დონაცია პირდაპირ მასზე ჩაირიცხება — გატანის მოთხოვნა არ გჭირდება.

  3. 03

    გააზიარე

    გაუგზავნე ბმული მეგობრებს Facebook-ზე, Messenger-ში, Viber-ში. დონორს რეგისტრაცია არ სჭირდება.

  4. 04

    გადაამოწმე კამპანია

    ატვირთე მტკიცებულებები. ადმინის დადასტურების შემდეგ კამპანია ✔ ვერიფიცირებულია და იღებ 94%-ს 90%-ის ნაცვლად.

07

გჭირდება დახმარება?

გვერდის შექმნა უფასოა. დონაციიდან ვერიფიცირებული კამპანია იღებს 94%-ს, არავერიფიცირებული 90%-ს; დანარჩენი არის Solidarity-ს და გადახდის საკომისიო.

  • გვერდი 15 წუთში, მინიშნებებით
  • თანხა პირდაპირ შენს საბანკო ანგარიშზე
  • ყოველი დონაციის შეტყობინება და სია ერთ ადგილას

08

როგორ ვიცავთ ნდობას

დეტალები →
01

ვერიფიცირებული კამპანიები

✔ ნიშანი ნიშნავს, რომ ადმინმა ავტორის მტკიცებულებები (ცნობა, ინვოისი, ხელშეკრულება) შეამოწმა. არავერიფიცირებული კამპანია ასეც არის მონიშნული.

02

ფული პლატფორმაზე არ ჩერდება

გადახდის პროვაიდერი დონაციას იქვე ყოფს: ავტორის წილი პირდაპირ მის საბანკო ანგარიშზე მიდის.

03

ყოველი ლარის ანგარიში

ყოველი გადახდა და საკომისიო ჩაიწერება ბუღალტრულ ჟურნალში, რომლის შეცვლა შეუძლებელია.

04

შეტყობინება

საეჭვოს თუ ხედავ, გვაცნობე — ყველა შეტყობინებას ადმინი განიხილავს და საჭიროებისას კამპანიას აჩერებს.

09

ხშირი კითხვები

ყველას ნახვა →
სჭირდება თუ არა დონაციას რეგისტრაცია?

არა. ბარათით გადაიხდი, ქვითარი ელფოსტაზე მოვა.

ჩანს თუ არა ჩემი სახელი?

თუ „ანონიმურად“ აირჩევ, სახელი საჯაროდ არ გამოჩნდება.

სად მიდის ჩემი ფული?

პირდაპირ ავტორის საბანკო ანგარიშზე: ვერიფიცირებულ კამპანიაზე 94%, არავერიფიცირებულზე 90%. 2% გადახდის საკომისიოა, დანარჩენი — Solidarity-ს.

რა მჭირდება დასაწყებად?

ტელეფონი ან ელფოსტა, ისტორია, ერთი ფოტო და შენი საბანკო ანგარიში (IBAN).

როგორ გავხადო კამპანია ვერიფიცირებული?

ატვირთე მტკიცებულებები (ცნობა, ინვოისი, ხელშეკრულება) ფოტოებად. ადმინის დადასტურების შემდეგ კამპანია ✔ ნიშანს იღებს და შენ 94%-ს იღებ 90%-ის ნაცვლად.

ერთმანეთის გვერდით.

გვერდის შექმნა უფასოა და 15 წუთს ითხოვს.